Папки: Говядина
2 კგ ახალგაზრდა, მსუქანი საქონლის ხორცი (მკერდის ნაჭერი)
2 ცალი დაფნის ფოთოლი (სურვილისამებრ)
1 ცალი გაფცქვნილი ხახვი (სურვილისამებრ)
მარილი
ნიორწყალი – მისატანებლად
მომზადების წესი:

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი, შემდეგ დავუმატოთ მარილი.
როცა ხორცი კარგად მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მივიტანოთ ნიორწყალთან ერთად.