Папки: Говядина
ხაშლამის მოსახარშად საჭიროა საქონლის ხორცის მკერდის ნაწილი, მკერდის წვერი.
საქონლის ხორცი 4-5 კგ.
ნიახური 1 კონა
ხახვი 2 თავი
ნიორი 4-5 კბილი
ბახარი (დუშისტი პილპილი) 8-10 ცალი
შავი ლილპილის მარცვლები 8-10 ცალი
დაფნის ფოთოლი 5-6 ცალი
წითელი ხმელი წიწაკა (მწარე) 1 ცალი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
საქონლის ხორცს ვჭრით მოზრდილ ნაჭრებად და გავრეცხოთ გამდინარე წყალში. დავადგათ მაღალ ცეცხლზე, როდესაც წამოდუღდება და ქაფს მოიგდებს, ფრთხილად მოვქაფოთ და მხოლოდ მოქაფვის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს. ქვაბში ჩავყაროთ ბახარი, პილპილის მარცვლები, ხახვი, ნიორი და ნიახური. ხორცი თითქმის რომ მოიხარშება, ქვაბში ვყრით მარილს დაფნის ფოთოლს და წიწაკას, რის შემდეგაც გადმოვდგავთ ცეცხლიდან და ვასვენებთ გაგრილებამდე, ეს პროცესი ხელს უწყობს ხორცს მიიღოს ყველა გემო და ხორცი გახდეს უფრო ნაზი. გაგრილების შემდეგ ქვაბს დავდგავთ ისევ ცეცხლზე და ვადუღებთ სრულ მოხარშვამდე.
მოხარშულ ხაშლამას უხდება დანაყილი ნიორი, მდოგვი, დაჭრილი ნიახური და ოხრახუში.
P.S. შეგიძლიათ ხაშლამის ნახარშში ჩაყაროთ გაფცქვნილი კარტოფილი(ახალი) და მოხარშოთ, საოცრად გემრიელია.(წიწაკა/ნიორი/მარილი)